ახალი ამბები
სიახლეების არქივი

17 მაისი, 2016

ევროპული კაფეების ტური

23-27 მაისის კვირაში სლოვაკი და ქართველი ექსპერტები აღმოსავლეთ საქართველოს ეწვევიან. პირველი ევროპული კაფეების ტური რუსთავში, მარნეულში, თელავში, ახალაქალაქში, თიანეთში, მცხეთაში და გორში მოეწყობა. 

პროექტი ექსპერტებს, ადგილობრივი თემის ლიდერებსა და  რეგიონის მოსახლეობას შორის სხვადასხვა სოციალური პრობლემების გარშემო დიალოგის დაწყებას გულისხმობს. ასევე, სლოვაკეთისა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად

10 მაისი, 2016

ევროპის დღეები 2016

შეუერთდი ევროპის დღეებს შენს ქალაქში!

მიიღე მონაწილეობა დებატებში და კონკურსებში. არ გამოტოვო ევროკავშირის საბჭოს სიმულაცია, გაუშვი ფრანები რიყის პარკში, დააგემოვნე ელჩების მომზადებული კერძები, მოისმინე საჯარო და ონლაინ ლექციები ევროინტეგრაციის თემაზე. გაიგე მეტი ევროკავშირის შესახებ!

4 მაისი, 2016

NATO და ევროკავშირი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

„ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი, და ბურთი და მოედანიციმასდარჩა. იგიადღესგამგებელიქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისაგან, რომელსაც ხან იქითუბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდა მიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგანაც ამისათვის ბარიც ხელში აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა,ჭკუა და ხელი. 

4 მაისი, 2016

ევროპის დღეები საქართველოში

8 მაისი, კვირა, რიყის პარკი, თბილისი

12:00-18:00 სთ: "ევროსოფელი" კულტურული პროგრამა

19:00-21:30 სთ: კონცერტი ცოცხალი შესრულებით ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები”, ჯგუფი “ელდრა ინი”,  ნინა სუბლატი ჯგუფი “ნიუტონი”, ქართველი სოპრანო ირინა თაბორიძე და პირველად საქართველოში იტალიელი ტენორი პიერო მაცოკეტი. #EuropeanDays2016

4 მაისი, 2016

შემოქმედებითი ევროპა

ევროკავშირის ახალი პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, უდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. 

ვიდეო სიახლეები
ვიდეო არქივი

სატესტო